- როცა მოქმედი კანონმდებლობით აუდიტორული მომსახურების მიღება სავალდებულოა;
- როცა ბიზნესკომპანიის პარტნიორს/პარტნიორებს აინტერესებთ დარწმუნდნენ აუდიტორული შემოწმების მეშვეობით მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტიანობაში ან კეთილსინდისიერებაში;
- როცა ბიზნესკომპანიის მენეჯმენტს და მესაკუთრეებს აქვთ ინტერესი ბიზნესი აწარმოონ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით და ამიტომ უნდათ დარწმუნდნენ საქმიანობაში განივთებული შესაძლო რისკებში- მათი იდენტიფიცირებასა და შესაბამისი ზომების დროულად მიღებაში-ანუ უნდათ , რომ საქმიანობდნენ მშვიდად და უსაფრთხოდ;
- როცა იცვლება ბიზნესკომპანიის მენეჯმენტი ;
- როცა ბიზნესკომპანია ააქტიურებს ინვესტიციების მოზიდვის პროცედურებს და ამ მიზნით აქვს სურვილი ფლობდეს აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოცემულ აუდიტორულ დასკვნასა და აუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებას, პოტენციური ინვესტორისათვის წარდგენის მიზნით;
- ბიზნესკომპანიათა შერწყმა/გაერთიანების დროს ;
- ბიზნესკომპანიის მესაკუთრეებს შორის წარმოშობილი დავებისას
- როცა იქმნება აუცილებლობა ვალდებულებების, მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესზე დამოუკიდებელი აუდიტორის სტატუსით დაკვირვებისა და შედეგების დადასტურების ;
- ბიზნესკომპანიაში განხორციელებული ინვესტიციის, გრანტების გამოყენების მიზნობრიობასა და ეფექტიანად ხარჯვაზე მაღალი რწმუნების აუდიტორული დასკვნის გამოცემის აუცილებლობისას;
- საგადასახადო და სხვა შემოწმებების შედეგად შესაბამისი საჯარო დაწესებულების მიერ გამოცემული უკანონო და უსაფუძვლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცედურების კვალიფიციური საკონსულტაციო მომსახურების მიღების აუცილებლობა;
- როცა ბიზნესის მესაკუთრე/მესაკუთრეები გადაწყვეტენ მათი წილი გაყიდვას და წილის სერტიფიცირებული ქონების შემფასებელი ითხოვს არანაკლებ ბოლო სამი წლის აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას
- და სხვა.
