«პრიმა აუდიტი»

 

 accounting1

აუდიტორული კომპანია «პრიმა აუდიტი» თავის კლიენტებს აწვდის პროფესიული მომსახურების სრულ კომპლექტს აუდიტში, ბუღალტრულ აღრიცხვა – ანგარიშგებაში, საგადასახადო კანონმდებლობაში, საშემფასებლო საქმიანობაში, იურიდიულ მომსახურებაში. ღებულობს შეკვეთებს ეკონომიკურ კვლევებსა და ექსპერტიზის სფეროში და მაღალ პროფესიულ დონეზე ასრულებს მათ. შეთავაზებული მომსახურების სახეებში ჩვენი კომპანიის აუდიტორები და სხვა ექსპერტები მზად არიან დაინტერესებულ პირებს გაუწიონ მეგზურობა და ლობირება ყველგან, დაიცვან მათი ინტერესები ყველა ორგანოსა და საწარმოში…..
აუდიტორულ კომპანიას მაღალ პროფესიულ დონეზე მომსახურების გაწევის შესაძლებლობას აძლევს ამ კომპანიაში დასაქმებული აუდიტორებისა და ექსპერტების საკმაოდ მაღალი კვალიფიკაცია, საწარმოებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების საფინანსო – ეკონომიკურ სამსახურებში საქმიანობის, ფინანსური მენეჯმენტის განხორციელების დიდი პრაქტიკული გამოცდილებით, სხვადასხვა დარგების საქმიანობის სპეციფიკის ცოდნით. კომპანიაში დასაქმებული აუდიტორებისა და ექსპერტების უმეტესობა ფლობს სამეცნიერო ხარისხს, კვლევის თანამედროვე მეთოდებსა და ფორმებს, რომლებიც მათ აძლევთ კონკრეტული ობიექტების აუდიტორული შემოწმებათა და შეფასებისას კვლევის სხვადასხვა ადეკვატური მეთოდების შერჩევისა და მათი ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას.