ტაბლეტები“ წარმატებისა და ბედნიერების მიღწევისათვის


            ვითვალისწინებ რა იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის 45-50% პოსტსაბჭოური კოშმარიდან დღესაც არ არის გამოსული, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ პრობლემებს (მათ შორის უმოქმედობის, მცონარობის, სიზარმაცის,შესაბამისი ცოდნისა და განათლების, უნარ_ჩვევების არქონის გამო) ქმნის და აგროვებს. ქონებისა და სიუხვის დაგროვების, სიუხვის განვითარებისა და გამრავლების, სიცოცხლის ბოლომდე დარჩენილი დროის ეფექტურად გამოყენების ნაცვლად, სიღატაკეს აგროვებს, რომელიც მნიშვნელოვანწილად საბჭოეთში ჩამოყალიბებული მენტალიტეტის გამოძახილია. ზემოაღნიშნული საზოგადოების უმეტესობამ არ იცის თუ რა გააკეთოს, როგორ, რის საფუძველზე, რა ხერხებითა და მეთოდებით არგოს თავის თავს და ამ ქვეყანას , რადგან მათთვის (შესაბამისად მათი შვილებისათვის) ასეთ ქვეყანაში ცხოვრების თამაშის წესები დღემდე არავის უსწავლებია . გარდა ამისა, ჩვენს საზოგადოებაში დასაქმებული მოსახლეობიდან(დაქირავებულებს ვგულისხმობ) უმეტესობა გულმოდგინედ შრომობს ძალიან მცირე თანხისათვის (რომელიც სრულიად არასაკმარისია მათი განვითარებისათვის , რომლის შესაძლო შედეგები გაცნობიერებული არა აქვთ), სხვისთვის შრომობენ (ისე როგორც სსრკ-ს დროს) უფულოდ დარჩენის შიშით. აღნიშნული შიში სრულად აკონტროლებს ამ კატეგორიის ადამიანის ემოციებს, სურვილებსა და შესაძლოა მათ სულებსაც კი. ამ ადამიანებს რომ შეთავაზონ უფრო მეტი რეალური ხელფასი და ფული, ისინი, ამ ახალი შეთავაზების პირობებშიც, აუცილებლად გააგრძელებენ ცხოვრებას იმავე ,,შაბლონით“ (ცხოვრების წესით), რომელსაც მიჩვეულნი არიან. განსხვავება ის იქნება, რომ შრომის ანაზღაურების უფრო მეტი (მომატებული) ოდენობის გამო, შესაბამისად გაზრდიან გასავალს (ხარჯებს), დანარჩენი კი ყველაფერი ძველებურად დარჩება, მათ შორის პრობლემებიც. ამ ადამიანებს არ აქვთ გაცნობიერებული, რომ მათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ,,ვირთხების რბოლის“ ფერხულში მონაწილეობაზე აქვთ ხელი მოწერილი და ვერ აცნობიერებენ, რომ ამ რბოლის ხაფანგში არიან . ისინი მიჩვეულნი არიან ამ შაბლონური (სტანდარტული), მრავალჯერ განმეორებადი და ერთი და იგივე პროცედურებით დამუხტული ცხოვრების წესით ცხოვრებას (საქმიანობას). მათ , აბსტრაქტულად აქვთ გაცნობიერებული, რომ არსებობს რაღაც სხვა (ვგულისხმობ სხვადასხვა მასშტაბის პირად ბიზნესს) გზაც, მაგრამ ამ გზის გაკვალვას, მისი „აღმოჩენას“, რისკებითა და ეკლიანი გასაკვალი გზით გაღწევისათვის ფიქრიც კი ეზარებათ, რადგან თვლიან, რომ ამ ეტაპისათვის არ არიან რა ,,უფულოდ დარჩენის შიშის“ რისკის ზონაში , დროებით მაინც გრძნობენ ,,კომფორტს“, შემდგომ კი ჰგონიათ, რომ ხელისუფლება ან ვინმე (მეზობელი,მეგობარი ან კლასელი, ბიძაშვილი,ძმა ან ვინმე) იზრუნებს მათზე (მათ შორის შეუქმნიან იმ სამუშაო ადგილებს, რომელიც თვით მათ უნდა შექმნან). უფრო მეტიც, ჩემმა დაკვირვებამ დამარწმუნა, რომ ჩვენი საზოგადოების ზემოაღნიშნულ ნაწილს, შეიძლება უცნაურადაც კი მოგეჩვენოთ , მაგრამ ფაქტია ,რომ სურს გაურკვევლობა (ისინი გაურკვეველი ,ბუნდოვანი მომავლის მოლოდინში არიან, თან რატომღაც ჰგონიათ, რომ ეს მომავალი აუცილებლად იქნება მათთვის წარმატების მომტანი!?) . აღნიშნულმა და ბევრმა სხვა გარემოებამ დამარწმუნა , რომ საზოგადოების ამ ნაწილისთვის აუცილებელია ემოციური დარწმუნება თავიანთ ცხოვრებაზე, ცვლილებებზე (საზოგადოების ამ ნაწილი უნდა დარწმუნდეს ცვლილებების აუცილებლობაში, უნდა ისწავლონ თუ როგორ შეიცვალონ და ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის რომ შეიცვალონ) . ვფიქრობ სწორედ ამას უნდა მოემსახუროს ბ-ნ ბიძინას მიერ გაცხადებული შემეცნებითი ხასიათის სატელევიზიო ტოქ-შოუ . ჩემის აზრით ეს იქნება უნიკალური, საკმაოდ ეფექტური ინტელექტუალური ინვესტიცია საზოგადოების იმ ნაწილში, რომლებსაც, ახალი რეალობების გათვალისწინებით , ჰაერივით სჭირდებათ მათი ფუნქციის, მიზნების, მისწრაფებების ხელახლა გააზრება და კონსტრუირება. ეს პროექტი, შემდგომ კი შესაბამის თემებზე სპექტაკლები, კინოფილმები, წიგნები, ტრეინინგები, საჯარო ლექციები უნდა მოემსახუროს ამ ამოცანას . ამაში დასარწმუნებლად ვფიქრობ საკმარისია გავიხსენოთ მილიარდელების ბილ გეითსის, სტივ ჯობსის და სხვათა საჯარო გამოსვლები, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო . ასე უნდა ვქნათ ჩვენც და ამ პროცესში საზოგადოების ამ ნაწილს კორექტულად , ფაქიზად და დასაბუთებულად უნდა ვუთხრათ მწარე სიმართლე მათზე , რომელმაც მათი გამოღვიძებისა და სამკურნალო ფუნქცია უნდა შეასრულოს ,მაგრამ , გარდა ამ მწარე სიმართლისა , მათ მინდა მივაწოდოთ (ეს მიზანშეწონილია, მით უფრო იმის გამო, რომ ქართველებს ძალიან არ უყვართ მწარე სიმართლე სამკურნალო ,,ტაბლეტების’’ გარეშე , თან ამ მწარე სიმართლეს ,,შეფუთული’’ ანუ შეფარული ფორმით სჭირდება მიწოდება) წარმატების მიღწევისათვის აუცილებელი ცნობილი წარმატებული პიროვნებების, მათ შორის ბ-ნ ბიძინა ივანიშვილის რჩევები და რეკომენდაციები ( ე.წ. ,,წარმატების მიღწევის ფორმულა’’), რომლთა მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი უდავოდ მაღალია . ჩვენს ქვეყანაში (მიუხედავად იმისა თუ ვინ როგორ აფასებს ხელისუფლების პოლიტიკას, საქმიანობას, მის შედეგებს და ა.შ.) თვლემს უზარმაზარი შესაძლებლობები, რომელსაც ვერ იყენებს საზოგადოების ნაწილი უცოდინრობისა და სიზარმაცის, შესაბამისი უნარ-ჩვევების, მოჩვენებითი,დროებითი ,,კომფორტის“ ზონის დატოვების სურვილის არქონის გამო. ამიტომ გარშემო გამეფებულია ბუზღუნ-წუწუნის ატმოსფერო, უმეტესობა თავის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას ხან ხელისუფლებას, ხან ვის და ხან ვის არ აბრალებს, თავისი თავის გარდა . ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ყოფნა კი ხელს უწყობს მათ სწრაფად დაშვებას ფსკერზე და უზრუნველყოფს გარდამავალ სიღატაკეს. მთავარი არსი ის არის, რომ საქართველოს საზოგადოებამ ისწავლოს ცხოვრება თამაშის ახალი წესებით, გათავისუფლდნენ საბჭოური შტამპებისაგან (მათ შორის პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინის, ამის შემდეგ საჯარო დაწესებულებებში ადგილების შევსების, ანუ ე. წ. საჯარო ,,სამსახურებში’’ დაბრუნების , ამ საშუალებებით პიროვნული ,,რეაბილიტაციის“ მიღწევის შესაძლებლობების მოპოვების, ამ გზით შეღავათებისა და გამორჩენის მიღწევის) და შეიცვალონ . ამ ამოცანის განხორციელებისათვის, ვფიქრობ, აღნიშნული შემეცნებითი ხასიათის თოქ-შოუ იქნება საკმაოდ სერიოზული და ეფექტური ინტელექტუალური ინვესტიცია ჩვენს საზოგადოებაში.
ვფიქრობ , კვლავ აქტუალურია ი. ჭავჭავაძის მოსაზრება თუ რატომ ვართ ღარიბნი. წმინდა ილია მართალი ბრძანებდა : ,,ღარიბნი ვართ, იმიტომ რომ არ ვიცით, სად რა დევს, სად რა განძია. არ ვიცით- საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაყოფიც ბლომად“; „ … ყველაფერი გვაქვს ,- ბრძანებდა ი.ჭავჭავაზე , -მარტო ერთი რამ გვაკლია, სახელდობრ- ისა, რაც თქვენუისავე სიტყვით თვითონ ღონესა სჯობია, ძლიერს მკლავს ხეირიანად აამოქმედებს, რაც კაცის თვალს დედამიწის გულში ჩაახედებს , მაგისთანა ღვთისნიერ წინამძღოლს – ცოდნა ჰქვია“.
დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამგვარი შემეცნებითი ხასიათის სატელევიზიო თოქ-შოუს ფორმატშია შესაძლებელი საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელსაც სჭირდება მსგავსი გადაცემები სწორედ ბ-ნ ბიძინას მონაწილეობით , გაიცნობიეროს ქვეყანაში არსებული შესაძლებლობების მთელი არსენალი და შეიცვალონ, გააქტიურდნენ, დაიწყონ ბიზნესი, შეიძინონ შესაბამისი უნარ-ჩვევები, გამოვიდნენ სერიალებით ცხოვრების წესიდან ,შეიცნონ თავიანთი თავი, ისწავლონ ახალ რეალობებში ცხოვრება , საქმიანობა, განვითარება , იგრძნონ და დატკბნენ ახალი ცხოვრების წესით მიღებული შედეგებით.

მურად ნარსია,
სერთიფიცირებული აუდიტორი,
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,
ასოცირებული პროფესორი