ყველა სსიპ-ს აქვს ვალდებულება წლიური ბალანსი შეამოწმებინოს დამოუკიდებელ აუდიტორს( აუდიტორულ კომპანიას)


       ყველა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს ვალდებულება მისი წლიური ბალანსი (წლის ფინანსური ანგარიშგება) შეამოწმებინოს დამოუკიდებელ აუდიტორს ან დამოუკიდებელ  აუდიტორულ კომპანიას და მხოლოდ ამის შემდეგ ჩააბაროს წლის ბალანსი სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს (სამინისტროს, ადგილობრივ თვითმმართველობას). აღნიშნული ვალდებულება გათვალისწინებულია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“  საქართველოს  კანონში. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ  „სახელმწიფო აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით  საჯარო სექტორში აუდიტორული მომსახურების გაწევის უფლება აქვს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ აუდიტორს.