ნამდვილად არ მეგონა პრობლემა ამ მასშტაბის თუ იყო…..


უდიტორული კომპანიაპრიმა აუდიტის საკონსულტაციო ცენტრმა  ბოლო 6 თვის განმავლობაში გააქტიურა საქმიანობა ბიზნესპროექტების ანალიზისა და კვალიფიციურად შექმნილი ბიზნესპროექტების პოტენციური ინვესტორებისათვის წარდგენის(პრეზენტაციის) თვალსაზრისით.ამ საკითხებზე მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი:

  1. ჩვენთან ბევრი ფიქრობს, რომ ბიზნესიდეები ულევი აქვს, ოღონდ ფული არა აქვს და ამიტომ ვერ  ახორციელებს მათ. ეს მითი აღმოჩნდა, რადგან ბიზნესიდეების უმეტესობა არ არის გათვლილი, იდეა ბოლომდე სისტემურად არ არის გააზრებული, არ არის შესწავლილი  პროდუქტის ან მომსახურების რეალიზაციის  ნაწილი და, რაც მთავარია, არ არის გაანგარიშებული  მოსალოდნელი რენტაბელობა, რისკის ხარისხი, ინვესტიციის საჭირო სიდიდე(მათ შორის ეტაპებად) და მისი ამოღების (უკან დაბრუნების) დრო. უფრო მეტიც, იდეების ქონაზე პრეტენზიის მქონე ჩვენს მოქალაქეებს არა აქვთ ბიზნესში საქმიანობის გამოცდილება(წარმატებული ან წარუმატებელი,მცირე ან მასშტაბური);

  2. რამდენიმე  ტაქსის მძღოლს( რომლემაც მითხრეს, რომ ორი უმაღლესი აქვთ დაამთავრებული და იძულებული არიან ტაქსისტად იმუშაონ იმიტომ, რომ ფული არა აქვთ ბიზნესის დასაწყებად) პირობითად შევთავაზე 20 000 აშშ დოლარის ინვესტიცია ორშაბათს 10 საათზე იმ პირობით ეთქვათ  სად აპირებდნენ ამ ინვესტიციის ჩადებას . პასუხები იყო ასეთი: არ ვიცი, ჯერ უნდა მოვიფიქრო; ამხელა თანხის ინვესტიციის გამოყენების უნარ-ჩვევები არა აქვს; თქვენ მომეცით და მე რაღაცნაირად მოვუვლი ამ თანხას (როცა ვუთხარი ნაღდი ფულის სახით არ იქნება, თანხის 90 პროცენტი გადარიცხვით წავა ბიზნესიდეის განსახორციელებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად მეთქი-უარი განაცხადა ასეთი ინვესტიციაზე );მე არ ვიცი, მაგრამ მეგობარი მყავს, ვისაც ამის გამოცდილება აქვს და შეგახვედრებო(იდეის არსი რომ ვკითხე, არც იცოდა-მას ეგონა : ვნახე ფულიანი კაცი და ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებო).

  3. ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე  ავღნიშნავ : ბიზნესში ჩართვის, იდეის მქონე  მსურველთა  ბიზნესპროექტების 90%-ი უვარგისია და მიუღებელია პოტენციური ინვესტორებისათვის.ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენთან სისტემურად და კვალიფიცირებულად გააზრებული, გათვლილი ბიზნეს პროექტების დეფიციტია და არა ინვესტიციების. იკითხავთ ალბათ თუ რა არის საჭირო ამ დეფიციტის შესავსებად?პასუხი, დარწმუნებული ვარ, თქვენ ყველამ იცით: საჭიროა ცოდნა,შესაბამისი უნარ-ჩვევების გამომუშავება.

  1. ილია ჭავჭავაძე ბრძანებდა: ჩვენ გვაქვს პატარძალივით მორთული ქვეყანა, ხალხიც არ ვართ ურიგონი, მაშ რადა ვართ ღარიბნი?” ასე სვამდა კითხვას წმინდა ილია მართალი და თვითონვე სცემდა პასუხს: იმიტომ რომ არ ვიცით, სად რა სიმდიდრე დევს, სად რა განძია, არ ვიცით საიდან რა ამოვიღოთ, რა ხერხებით და ოსტატობით ამოვიღოთ, რომ ჯაფაც ადვილი იყოს და ნაჯაფარიც ბლომადყველაფერი გვაქვს, მარტო ერთი რამ გვაკლიამაგისთანა ღვთისნიერ წინამძღოლს ცოდნა ჰქვია“. წმინდა ილია მართალი 1889 წელს წერდა სხვა ქვეყნებში ცოდნა აქვს ხალხს, ოთხი დღის მიწა ისე უჭირველად  აცხოვრებს  მთელს ოჯახს, როგორც ჩვენში ოცისა და ორმოცი დღის  პატრონი ისე ცხოვრობს, რათა? …. მათ ცოდნა აქვთ(!!!))“.

  1. აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტას შესაბამისი ცოდნის შეძენა, უნარ-ჩვევების გამომუშავება  ან ვინც ამ ყველაფერს  ფლობს მისი მოხმობა  სჭირდება, მაგრამ ადამიანი თუ არც ერთს აკეთებს და არც მეორეს, მაშინ იგი … „იმეწყრება“- ფსკერისკენ მიდის, რადგან  განვითარებისა და მუდმივ განახლებად რეჟიმში არ მყოფი ცოდნა (მათ შორის 15-20 წლის წინ ორი უმაღლესდამთავრებული ტაქსისტის) სიღატაკეს მოასწავებს

მურად ნარსია,

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი,

 ასოცირებული პროფესორი,

სერთიფიცირებული აუდიტორი