კითხვა:ქონება შპს-ს ერიცხება 2010 წლიდან,რომელსაც 2015 წლამდე არ უმუშავია.ქონების გადასახადის ვალდებულება აქვს შპს-ს?


      პასუხი:

     დიახ,აქვს,თან ყოველ წელს, რადგან საგადასახადო კოდექსი არ ითვალისწინებს ეკონომიკურ საქმიანობაში არ მონაწილე ქონების გადასახადიდან გათავისუფლებას.ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის საგადასახადო პოლიტიკით განსაზღვრულია ქონების აქტიურ მდგომარეობაში ყოფნა და „დაძინებულ“ ქონებაზე გადასახადი უნდა გადაიხადოს შპს-მ.

რატომ უნდა მიმართოს ბიზნესკომპანიის მესაკუთრემ აუდიტორულ კომპანიაპრიმა აუდიტსქონების შეფასებისათვის ?

 ა) ქონების შეძენისას ან რეალიზაციისას მისი საბაზრო ღირებულების განსაზღვრისა და ღირებულების ბალანსზე აყვანის, განხორციელებული ტრანსაქციების შესაბამისი ბუღალტრული გატარებებისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის მიზნით;

ბ) იმის გამო, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს ქონებისა და მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას საბაზრო ღირებულებით,არის აუცილებლობა ამ ფასეულობების საბაზრო ღირებულების დადგენისა პროფესიონალი შემფასებლის მიერ.ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საგადასახადო შემოწმებისას, საგადასახადო ორგანოს აქვს უფლებამოსილება სხვადასხვა მეთოდებით განსაზღვროს რეალიზებული და შეძენილი საქონლის საბაზრო ღირებულება. სხვაობის დადგენის შემთხვევაში კი გამოიყენოს შესაბამისი სანქციები.