საგადასახადო ანგარიშგებაში შეცდომები საბედისწეროა!!


გაინტერესებთ თუ რატომ და რა მასშტაბისაა ეს ზიანი და პასუხისმგებლობა ?

პასუხი :

          კომპანიათა ფინანსურ ანგარიშგებათა უმეტესობა არასწორად და საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა შედგენილი, რადგან კომპანიათა ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო სივრცის, მათ შორის ახალი საგადასახადო კოდექსის  ნორმების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის(მისი ნორმების ზოგჯერ არაადექვატურად აღქმის, უნებლიე შეცდომების, არაინფორმირებულობის, რიგი რთული ურთიერთდაკავშირებული გარემოებების სისტემურად გააზრების უნარის, გამოცდილების ნაკლებობის, კომპანიის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის დამუშავებისათვის აუცილებელი პროგრამის  არაადექვატურობის, ბიზნესკომპანიის სააღრიცხვო აპარატის მიმდინარე საკითხებით მეტისმეტად გადატვირთულობისა და სხვა მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ აბსოლუტურად უშეცდომო ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის ბალანსის,მისი დანართების, საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების) შედგენას.

აღნიშნულ გარემოებათა გამო, ბიზნესკომპანიათა საგადასახადო დეკლარაციებში ხშირია გადასახადების შემცირების შემთხვევები, რომელიც საბედისწეროა თავისი შედეგებით, რადგან საგადასახადო კოდექსის მიხედვით, გადამხდელის მიერ დეკლარაციაში გადასახადის შემცირების შემთხვევაში, გადამხდელს დაერიცხება ჯარიმა შემცირებული გადასახადის თანხის 50%-ის ოდენობით, გარდა ამისა გადამხდელს აქვს ვალდებულება გადაიხადოს საურავი გადასახადზე ვალდებულების წარმოშობის დღიდან 0.06 % (2013წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე-0,07%) თითოეულ დღეზე. საურავისა  და ჯარიმის სიდიდე საკმაოდ მასშტაბურია,უფრო მეტიც რაც უფრო დიდხანს იქნება ის „შენიღბულ“მდგომარეობაში, მით მეტია საურავის სიდიდე (365 დღეზე 21,9%, რომელიც საკმაოდ მაღალია და ნიშნავს, რომ გადამხდელს, კოდექსის მიხედვით, აქვს ვალდებულება გადაიხადოს ბიუჯეტის კუთვნილი თანხის სარგებლობისათვის 21,9 % -წლიური).

მაგალითივთქვათ ბიზნესკომპანიის 2011 წლის 1 იანვრიდან 2015 წლის 1 იანვრამდე საქმიანობის პერიოდის საგადასახადო შემოწმებისას გამოვლინდა ყოფილი ბუღალტრის მიერ( ახალ ბუღალტერს ეს პერიოდი არ გადაუმოწმებია, რადგან თვლიდა, რომ  ეს მას არ ეხებოდა და რატომ უნდა გადაემოწმებინა?ასეთი დამოკიდებულებით მან, უნებლიედ  ნელი მოქმედების „ნაღმი“დაუტოვა კომპანიის მენეჯმენტს და მესაკუთრეებს) საგადასახადო ანგარიშგების შედგენისას, ვთქვათ  2011 წლის  სექტემბრის თვის დღგ დეკლარირებისას გამოვლინდა კუთვნილზე  55 ათასი ლარითნაკლების დადეკლარირების ფაქტი. ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს, შემოწმების შედეგად, მხოლოდ ამ გადასახადში წარმოეშვა ვალდებულება გადაიხადოს :ა)თვით ეს თანხა -55 000 ლარი; ბ) ჯარიმა ამ თანხის 50%-ის ოდენობით ანუ 27 500 ლარი; გ) საურავი 1215 დღის განმავლობაში(დღეები რაოდენობა ათვლილია 2011 წლის 15 ოქტომბრიდან 2015 წლის 15 იანვრამდე)ბიუჯეტის კუთვნილი თანხის გამოყენებისათვის: 55 000*1215*0.06%= 40 095 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული 55 000 ლარის შეცდომით თუ შეგნებულად დამალული გადასახადი ბიზნესკომპანიას დამატებით, ჯარიმა-საურავების სახით, დაუჯდა, 67 595ლარი.ამასთან ერთად თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ კომპანიას ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური პროფილის მუშაკების შრომის ანაზღაურება ამ 40  თვის თვის განმავლობაში  ბიზნესკომპანიას შეიძლება დაუჯდა 200 000 ლარი( 40*5000 ლარი),  იმას ნიშნავს, რომ 267 595 ლარი არაეფექტურად დახარჯა მენეჯმენტმა(თანხა დაიხარჯა ბუმერანგის ეფექტის მისაღებად). გაცილებით რთული სიტუაცია იქმნება მაშინ, როცა აღნიშნული პარალელურად ანალოგიური შეცდომებია დაშვებული სხვა გადასახადებთან მიმართებაშიც. მთლიანობაში ასეთი „შეცდომები“ ქმნის მაღალი რისკების ბაზას, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს ბიზნესკომპანიისათვის. არსებითი ის არის, რომ  ამით ჯერ კიდევ არ მთავრდება გადამხდელის პასუხისმგებლობა, რადგან, იმის გამო, რომ საქართველის საგადასახადო კოდექსი 50 000 ლარზე მეტი თანხით გადასახადის შემცირებას თვლის გადასახადისაგან( დიდი ოდენობით) თავის არიდებად, წარმოიშვება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც(„სისხლის სამართლის კოდექსის“ მუხლი 218. „ გადასახადისაგანთავის არიდება“, რომლის მიხედვითდიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდეიგივექმედებაჩადენილიარაერთგზისგანსაკუთრებით დიდი ოდენობით)წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე). რეალობა ასეთია, ამიტომ…ვფიქრობ ღირს კვალიფიციური აუდიტორების მოწვევა ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგებისა და საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებისათვის, საკუთარი ინიციატივით საგადასახადო აუდიტისათვის(აუდიტორული შემოწმებისათვის),თან დაუყოვნებლივ!!!