რატომ უნდა მიიღოს ბიზნესკომპანიამ მენეჯმენტის აუდიტის მომსახურება?


პასუხი :     

  1. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ გაარკვიოთ თქვენი ბიზნესის მენეჯმენტის (მენეჯერების, დირექტორების) საქმიანობის კანონიერება და ეფექტიანობა, მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სისწორე და ეფექტიანობა, პარტნიორების (ბიზნესის მესაკუთრეების) მიერ ბიზნესის განვითარების მიზნით მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მდგომარეობა, გამოავლინოთ ბიზნესის სუსტი და ძლიერი მხარეები, გაარკვიოთ პარტნიორებს შორის უკმაყოფილების საფუძვლები, დამოუკიდებელი აუდიტორებისაგან  მიიღოთ ადექვატური შეფასებები და კვალიფიციური რეკომენდაციები, მიიღოთ ადექვატური ზომები მათ განსახორციელებლად;

  2. არც თუ ისე იშვიათად ბიზნესის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე წარმოიშობა კრიზისული სიტუაციები და პროცესები, რისკები, რომელსაც ძალიან ხშირად ბიზნესის მესაკუთრეები მიაწერენ მხოლოდ გარეგან ფაქტორებს- ბაზარზე არსებულ სიტუაციას, ფინანსურ კრიზისს, კონკურენტების გააქტიურებას და სხვა. მენეჯმენტის აუდიტის მომსახურების  ბიზნესკომპანიებისათვის მიწოდების პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ წარმოშობილი კრიზისული სიტუაციები უმეტესწილად განპირობებულია მენეჯმენტის არაადექვატური საქმიანობითა და კვალიფიკაციით, ბიზნესის სტრატეგიისა და ტაქტიკის არასწორად განსაზღვრით, ინფორმაციის დეფიციტით, კადრების არასწორად შერჩევით, ტექნოლოგიური პროცესების მართვაში არსებული პრობლემებითა  და სხვ.

  3. ხშირად ბიზნესკომპანიის მენეჯერი შეგნებულად ქმნის  მეტისმეტი თვითდაჯერებულობისა  და არაპროდუქტიულ უდაბნოში „ ნამდვილი მუშაობის ოაზისის“  წარმოჩენის ატმოსფეროს , რომლის შედეგად წარმოიშვება     მესაკუთრის   არაინფორმირებულობისა და, შესაბამისად , მის მიერ  არაადექვატური შეფასებების, აგრეთვე  არასწორი, არადროული გადაწყვეტილებების მიღების საფუძველი;

  4. საზოგადოდ ბიზნესკომპანიის  მენეჯმენტის აუდიტისას პროფესიულად ხდება მენეჯმენტის ისეთი ფუნქციების შესრულების შესწავლა, როგორიცაა : დაგეგმვა, ორგანიზაცია, მოტივაცია, კონტროლი და შეფასება.

  5. ბიზნესის მესაკუთრე  მენეჯმენტის აუდიტის მომსახურების მიღების შედეგად გაარკვევს მენეჯმენტის მიერ დაშვებულ შეცდომებს (,, შეცდომები, რომელშიც სიმართლის ნაწილია, ყველაზე საშიშია “(ფ.ბეკონი)), არასწორ გადაწყვეტილებებს, რომელსაც საგულდაგულოდ უმალავდა დირექტორი ბიზნესის მესაკუთრეს

P.S. ვფიქრობ გაითვალისწინებთ, რომ მენეჯმენტის აუდიტის განმახორციელებელ აუდიტორებს აქვთ რა დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, მათი შეფასებები იქნება ობიექტური და მიუკერძოებელი;