
აუდიტორული კომპანია „პრიმა აუდიტს“ (მურად ნარსიასა და სხვა პროფესიონალებისაგან შემდგარ მის გუნდს) აქვს შესაძლებლობა კომფორტულად და კვალიფიციურად, ერთი ოფისიდან, მოგაწოდოთ კომპანიის უფლებამოსილებაში შემავალი მაღალი კვალიფიკაციის მომსახურება შემდეგი სახეებში :
ქონების (მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობები, დაზგა -დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები, ბინა, წილი, ბიზნესის შეფასება) შეფასება პროფესიონალი სერთიფიცირებული შემფასებლების მიერ;
ბიზნესის საგადასახადო აუდიტი ( საკუთარი ინიციატივით) და საკონსულტაციო მომსახურება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების საკითხებზე;
ბიზნესკომპანიის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი(აუდიტორული შემოწმება)
დავების პროფესიული მომსახურება იმ შემთხვევაში , თუ თქვენ ედავებით ან გედავებათ პარტნიორი, საგადასახადო ორგანო, სხვა სახელმწიფო ორგანო და სხვ.;
იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ გაარკვიოთ თქვენი ბიზნესის მენეჯმენტის (მენეჯერების) საქმიანობის კანონიერება და ეფექტიანობა, ჩვენი კომპანია გთავაზობთ მენეჯმენტისაუდიტის(აუდიტორულიშემოწმების)მომსახურებას( შეფასებისა და რეკომენდაციების თანხლებით);
ბუღალტრული აღრიცხვის აღდგენის და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაციის,ფინანსური ანგარიშგების(ბალანსის, ფულადი ნაკადების მოძრაობის ანგარიშის, მოგება-ზარალის ანგარიშის)შედგენის მომსახურება;
კვალიფიციური მომსახურება წართმეული ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით;
იურიდიული მომსახურება : იურიდიული საკონსულტაციო მომსახურება ; პირველადი დოკუმენტების შედგენა ; კონტრაქტის, შესაგებლისა და საჩივრის შედგენა ; წარმომადგენლობა სამივე ინსტანციის სასამართლოში (სამოქალაქო, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით),კონტრაქტების ექსპერტიზა და კორექტირება
ზემოაღნიშნული მომსახურების მიწოდებისშესაძლებლობა არის როგორც გრძელვადიანი(არანაკლებ ერთი წლის ვადით, ყოველთვიურიანაზღაურების პირობით), ასევე ერთჯერადიმომსახურების ხელშეკრულების ფორმატში.