ზედმეტი თვითჯერებულობა, რომელიც 3,7 მლრდ ლარი დაუჯდა ქართულ ბიზნესს


ბიზნესის მესაკუთრეთა ზედმეტი თვითაჯერებულობისა და ჩაწყობის („ჩალიჩის“) იმედად ყოფნის ფასითითქმის  3,7 მლრდ ლარი (ანუ 1000-ჯერ მეტი, ვიდრე აუდიტორული მომსახურების მიღების ფასი) იყო, რომელიც მიივიწყეს

  1. შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში მოღვაწე ზოგიერთი საჯარო მოხელისა და ბიზნესსტრუქტურებიდან ბიუჯეტისათვის კუთვნილი თანხების ამოღების მიზნითა და  კორუფციასთან ტოტალური ბრძოლის ეგიდით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ 2003-2006 წლებში ეკონომიკური დანაშაულისათვის აღიძრა 20 ათასზე მეტი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხო თითქმის 80 ათასზე მეტ საქართველოს მოქალაქეს (საჯარო მოხელეს, ბიზნესის მენეჯერს, მესაკუთრეს, ბუღალტერს, საწყობის გამგეს და სხვ.), რომლებმაც, პატიმრობიდან თავის დაღწევის მიზნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მიერ სახელდახელოდ ორგანიზებულ „თავდაცვის განვითარების“, „შინაგან საქმეთა ორგანოების განვითარების“, აგრეთვე სხვა ფონდებში „ნებყოფილებით“ შეიტანეს თითქმის 3,7 მლრდ ლარი(!!) (ანუ1000-ჯერ მეტი (0,1%), ვიდრე აუდიტორული საკონსულტაციო მომსახურების მიღება დაუჯდებოდათ), რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი არავინ იცის სად წავიდა(რადგან ამ ფონდების საქმიანობა ისე შეწყდა,რომ არავის შეუსწავლია) და რას მოხმარდა(დაუდასტურებელი და გავრცელებული ინფორმაციით  ამ თანხების მნიშვნელოვანი ნაწილმა ოფშორულ  ზონებში ამოყო თავი) და ამასთან ერთად,ვფიქრობ საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ის ფსიქოლოგიური სტრესი , ნერვიულობა, რომელიც განიცადა ამ 80 ათასზე მეტმა ადამიანმა და მათი ოჯახის წევრებმა. ამ მასიურ დაჭერებამდე  ბიზნესკომპანიები პრაქტიკულად არ მიმართავდნენ აუდიტორებსა და აუდიტორულ კომპანიებს მათთვის აუდიტორული საკონსულტაციო მომსახურების მიწოდების მიზნით ,რადგან ამ პროცესს კვებავდა ზედმეტი თვითდაჯერებულობა და ჩაწყობის(„ჩალიჩის“) იმედი. მას შემდეგ, როცა შიშმა იმძლავრა, ყველამ მოიკითხა აუდიტორები და აუდიტორული კომპანიები. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში კი, იგრძნეს რა თავისუფლება და ბიზნესისადმი ლოიალური დამოკიდებულება,  ბიზნესსტრუქტურების მესაკუთრეებსა და მენეჯერებს კვლავ შეეყარათ ზედმეტი თვითდაჯერებულობის სენი და თვლიან, რომ რატომ უნდა გადაყარონ ფული პროფესიულ აუდიტორულ მომსახურებაში, როცა ყავთ ახალი ფინანსური მენეჯერი და ბუღალტერი (ძველები გაათავისუფლეს საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგების გამო) ყავთ?!

  2. რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციების შევსების მიზნით, ზოგიერთი ინდმეწარმისა და მცირე კომპანიის მიერ  პრაქტიკოსი  ბუღალტრის იაფად, დემპინგურ ფასად  დაქირავების პრაქტიკას  და   მის შესაძლო შედეგებს, ასეთი გარიგებები ხშირად მხოლოდ პრობლემის შემქმნელია ( მომსახურების საეჭვო ხარისხის გამო, რომელიც თავს იჩენს მხოლოდ საგადასახადო   შემოწმების შედეგად ). ეს  დაადასტურა  პრაქტიკამ, რომელმაც აჩვენა, რომ მსგავსი გარიგებები ხშირად ქმნის მომსახურების მიღების მხოლოდ  ილუზიას ( მათზე პასუხისმგებლობას არ იღებენ არასერთიფიცირებული აუდიტორები და პრაქტიკოსი ბუღალტრები ), რომელიც დროებით ამშვიდებს მეწარმეს , შემდგომ კი ბუმერანგივით ( ზოგჯერ საკმაოდ რთულ ფორმებში ) უბრუნდება მას ( ინდმეწარმე ხომ პირადი ქონებით აგებენ პასუხს და , ასეთ პირობებში, მოუწესრიგებელი აღრიცხვა, საშიშროების წინაშე აყენებს მის პირად  ქონებასაც ). ზოგჯერ  ასეთი რამეც ხდება: ზოგიერთი  კომპანიის   ბუღალტერი, მენეჯმენტის მიერ მისთვის მაღალ ანაზღაურებაზე  გადაწყვეტილების მიღების მიზნით, არც თუ ისე იშვიათად, ითავსებს ფინანსური მენეჯერის, ფინანსური ანალიტიკოსის, გადასახადების და ხარჯების დამგეგმავის( გადასახადების ოპტიმიზაციის) და სხვათა  ფუნქციებს ( ანუ ხელოვნურად იქმნის ყველა საკითხის მცოდნის იმიჯს ,შესაბამისად ყველაზე საჭირო თანამშრომლის რეპუტაციას  ), რომელიც მოითხოვს ღრმა და უნივერსალურ ცოდნას( რომელსაც შეუძლებელია ერთი  ადამიანი ფლობდეს , მით უფრო საკმაოდ რთულ საგადასახადო კანონმდებლობას). ასეთი „უშიშარი“ და ,,ყოვლისმცოდნე’’ ბუღალტრის საქმიანობის შედეგად ,  არც თუ ისე იშვიათად , ბიზნესს  საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება ,  მათ შორის  ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებში, რომელიც ხშირად საკმაოდ ცუდად მთავრდება, თუმცა მანამდე ყველა ბედნიერი და კმაყოფილია . შეცდომაა, როცა  საკმაოდ რთული საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე ზედამხედველობა კომპანიაში დაკისრებული ( მინდობილი ) აქვს  მხოლოდ ბუღალტერს, რომელიც, არც თუ ისე იშვიათად, ეწინააღმდეგება ხოლმე აუდიტორის მოწვევას ( ან მენეჯმენტს ხშირად სთავაზობს მის მიერ შერჩეულ გამოცდილების არმქონე და პროფესიონალებისათვის უცნობ აუდიტორულ კომპანიას ) მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოაშკარავების შიშით (თუმცა მსგავსი  ფაქტები იშვიათად გვხვდება  სერიოზულ კომპანიებში ) .

  3. თუ რომელიმე ბიზნესის  მესაკუთრე ფიქრობს, რომ აუდიტორული კომპანიის მოწვევა არ სჭირდება, მაშინ…დიდი ალბათობაა, რომ იგი ,  გაუცნობიერებლად  ,სერიოზულ ხაფანგს იქსოვდეს მისთვის. ასეთი დამოკიდებულება  ძირითადად ყალიბდება  იმ კომპანიებში, სადაც მენეჯერები, ბიზნესის მესაკუთრის დასანახად, შეგნებულად ქმნიან მეტისმეტი თვითდაჯერებულობისა  და არაპროდუქტიულ უდაბნოში ,, ნამდვილი მუშაობის ოაზისის’’ წარმოჩენის  ატმოსფეროს, რომელიც ქმნის  საფუძველს  მესაკუთრის არაინფორმირებულობისა (ანუ ინფორმაციულ„ ვაკუუმში“ ყოფნის  ) და, შესაბამისად, მისი  არაადექვატური გადაწყვეტილებებისათვის , საბოლოოდ კი    ქმნის სერიოზულ პრობლემებს . პრაქტიკა ადასტურებს, რომ  ზოგიერთი მეწარმე სისტემატურად ასაზრდოებს გაურკვევლობას ( კომფორტს ,რატომღაც , სწორედ გაურკვევლობაში გრძნობს ), რომელსაც, როგორც წესი , საბედისწერო შედეგები მოაქვს მისთვის .

ვწუხვარ, რომ ქართულმა ბიზნესმა ვერ ისწავლა : არ ასაზრდოოს  გაურკვევლობა; არ შექმნას  ბიზნესის ხაფანგში მომწყვდევის პირობები; უზრუნველყავოს  ბიზნესი გარემოცული იყოს ყველა შესაძლო გარანტიით და  რომ  შეუძლებელია ვინმემ მთელი ბიზნესი ამომწურავად შეისწავლოსსაამისოდ ადამიანის სიცოცხლე  ძალზე  ხანმოკლეა;  ,,ადამიანები იმიტომ კი არ ცდებიანრომ  არ  იციანარამედ იმიტომრომ ჰგონიათ ვიცითო “(რუსო).