უთსორსინგი-ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო ანგარიშგების შედგენაში


          აუთსორსინგი– ეს არის ბიზნესკომპანიის მიერ მენეჯმენტის ძირითადი საოპერაციო საქმიანობაში არშემავალი ფუნქციის (ანუ რუტინული, დამღლელი,ისეთი ფუნქციისმოშორება“, რომელიც ითხოვს მაღალი კვალიფიკაციის, ვიწრო სპეციალიზაციის მქონე სპეციალისტების ცოდნასა და გამოცდილებას).) დელეგირება(გადაცემა) გარე პროფესიული სერვისის განმახორციელებელი კომპანიისათვის.

ასე მაგალითად, საზღვარგარეთ,  საქართველოშიც კი ბიზნესკომპანიები ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების (ანუ ბალანსის) შედგენისათვის ძალიან ხშირად იწვევენ კვალიფიციურ აუდიტორულ და ბუღალტრულ აღრიცხვის წარმოებაზე  სპეციალიზებულ კომპანიებს და გადასცემენ მათ ამ სფეროს წარმართვის ფუნქციას (აკისრებენ პასუხისმგებლობასაც ).

შედეგი ბიზნესკომპანიისა და მისი მენეჯმენტისთვის:

  • დაზოგილი დრო (ბიზნესის მოგების მომტან ძირითად საოპერაციო პროცესებზე ფოკუსირების მეტი შესაძლებლობის გაჩენა), ფინანსური და ადამიანური რესურსები;

  • მაღალი ხარისხის, უფრო ფართო სპექტრის თანამედროვე შესაბამისი კვალიფიკაციის  მომსახურების უწყვეტად და შეუფერხებლად მიღების შესაძლებლობა;

  • ფინანსური რისკების დროის რეალურ რეჟიმში, კვალიფიციურად  იდენტიფიცირებისა და რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად ღონისძიებების საჭირო დროსა და მასშტაბით განხორციელების შესაძლებლობა;

  • გარანტირებული ადექვატური და ეფექტური შედეგი;

  • საგადასახადო და სხვა ფინანსური რისკებისაგან  თავის დაღწევა

 აუდიტორულ კომპანია „პრიმა აუდიტს“, რომელიც ბოლო 7 წლის განმავლობაში წარმატებულად ფუნქციონირებს საქართველოს აუდიტორულ ბაზარზე, აქვს შესაძლებლობა საშუალო და მცირე ბიზნესსტრუქტურებს აუთსორსინგის ფორმით (მიიღოს ეს ფუნქცია ბიზნესკომპანიისაგან და პასუხიც აგოს) მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო ანგარიშგების შედგენაში.