როგორ უნდა მოიქცეს მენეჯმენტი, როცა ცნობილი გახდება გადაწყვეტილება საგადასახადო შემოწმების თაობაზე


პასუხი: ბიზნესკომპანიებისათვის აუდიტორული მომსახურების გაწევისა  და ალტერნატიული საგადასახადო აუდიტის პროგრამაში აუდიტორული კომპანია „პრიმა აუდიტის“ მონაწილეობის პრაქტიკიდან გამომდინარე, ბიზნესკომპანიათა მენეჯმენტს ვურჩევთ:

  1. დრო არ დაკარგონ:

ა) საგადასახადო დეკლარაციებში ცვლილების განხორციელების განზრახვასა და გათვლების განხორციელებაზე, რადგან უკვე დაგვიანებულია;

ბ)დოკუმენტების გადამალვაზე, რადგან, გვერწმუნეთ, საგადასახადო ორგანოს აუდიტორები გაცილებით მეტ ინფორმაციას ფლობენ თქვენს კომპანიაზე, ვიდრე თქვენს ბუღალტერს ან ფინანსურ მენეჯმენტს წარმოუდგენია;

გ)ბუღალტრულ კომპიუტერულ პროგრამის ბაზაში ცვლილებებზე, რადგან შეიძლება გაცილებით დიდი მასშტაბის ალოგიკური შედეგი მიიღოთ.

  1. მოამზადოთ დოკუმენტები და ბუღალტრული აღრიცხვის მასალები,ბუღალტრული აღრიცხვის კომპიუტერული ბაზა საგადასახადო ორგანოს აუდიტორებისათვის გადასაცემად, შესაძლო მოკლე დროში მიეცით განმარტებები მათ მათთვის საინტერესო საკითხებზე, ნუ შეეცდებით მათ შეცდომაში შეყვანას;

  2. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ფინანსური მენეჯერის და ბუღალტრის კვალიფიკაციაში დარწმუნებული არა ხართ, მაშინ  შემოწმებაზე შეტყობინების მიღებისთანავე  მოიწვიეთ დამოუკიდებელი პროფესიონალი და გამოცდილი აუდიტორებით დაკომპლექტებული აუდიტორული კომპანია და მათ მიანდეთ თქვენი ინტერესების დაცვა, შემოწმებისათვის აუცილებელი ინფორმაციების სამართლებრივი წარდგენა და  პროფესიული დიალოგი საგადასახადო ორგანოს აუდიტორებთან აუდიტორული შემოწმებისას მოპოვებული ინფორმაციის შეფასებასა და ინტერპრეტაციებზე ;

  3. შეეცადეთ(საამისოდ ხელი შეუწყვეთ),რომ საგადასახადო ორგანოს მიერ დანიშნული  საგადასახადო აუდიტის შემოწმება დამთავრდეს შესაძლო მოკლე დროში, რადგან ყოველი გაჭიანურებული დღე, ზრდის თქვენს ვალდებულებებს ბიუჯეტის წინაშე (საურავის ნაწილში);

  4. თუ გგონიათ, რომ თქვენთან ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშგება იდეალურადაა შედგენილი თქვენი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი ბუღალტრის წყალობით და, ამის გამო, თქვენს ბიზნესს შეუძლებელია დაუფიქსირდეს დავალიანებები ბიუჯეტის წინაშე, თქვენდიდი ალბათობით,ცდებით!!!!!!!!!!

  5. გაითვალისწინეთ, რომ საგადასახადო ორგანო მის ინფორმაციულ ბაზაში თქვენს კომპანიაზე არსებული მონაცემების (მათ შორის თქვენს მიერ წარდგენილი დეკლარაციების მონაცემების) დამუშავების კვალობაზე, შესაბამისი კრიტერიუმების მეშვეობით, აფასებს  რისკებს, მის ხარისხს და ამის საფუძველზე ღებულობს გადაწყვეტილებას საგადასახადო შემოწმების ორგანიზებაზე. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ არსებობს მიზეზი, რომელმაც წარმოშვა თქვენი ბიზნესის შემოწმების აუცილებლობა.

P.S. საგადასახადო ორგანოს მიერ თქვენს ბიზნესსტუქტურაში შემოწმების ჩატარების შედეგების შეფასების კვალობაზე, დიდი ალბათობით(პრაქტიკამ ეს დაადასტურა), თქვენ ინანებთ, რომ   სახელმწიფო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ჩატარებამდე  არ გყავდათ მოწვეული აუდიტორული კომპანია, რომელიც: მოგცემდათ  აღიცხვისა და ანგარიშგების შედგენისას დაშვებული შეცდომების დროულად(დროის რეალურ რეჟიმში) იდენტიფიცირებისა და შესაბამისად საგადასახადო დეკლარაციების კორექტირების შესაძლებლობას; თავიდან აგაცილებდათ ან მნიშვნელოვნად შეამცირებდა საურავების სახით ბიუჯეტში დამატებით   გადასახდელი თანხის გადახდის ვალდებულებას.

) საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო აუდიტის შედეგების კვალობაზე,გაითვალისწინებთ თქვენ აუცილებლად მიიღებთ გადაწყვეტილებას საგადასახადო კონსულტაციების მიღების მიზნით აუდიტორული კომპანიის მუდმივ რეჟიმში მოწვევის თაობაზე ან მთლიანად, აუთსორსინგის ფორმით, გადასცემთ თქვენი ბიზნესის ბუღალტრულ აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების წარმოებას მას, შესაბამისი პასუხისმგებლობის აღებით და ეს  თქვენის მხრიდან ადექვატური ქმედება იქნება.

)  თუ გაინტერესებთ რა განაპირობებს საგადასახადო რისკების წარმოშობას, ვეყრდნობი რა გამოცდილებას ამ სფეროში, განვმარტავ: კომპანიათა ფინანსურ ანგარიშგებათა უმეტესობა არასწორად და საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა შედგენილი, რადგან კომპანიათა ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო სივრცის, მათ შორის ახალი საგადასახადო კოდექსის  ნორმების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის (მისი ნორმების ზოგჯერ არაადექვატურად აღქმის,უნებლიე შეცდომების, არაინფორმირებულობის,არაკვალიფიციურობის, რიგი რთული ურთიერთდაკავშირებული გარემოებების სისტემურად გააზრების უნარის, გამოცდილების ნაკლებობის, კომპანიის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის დამუშავებისათვის აუცილებელი პროგრამის  არაადექვატურობის, ბიზნესკომპანიის სააღრიცხვო აპარატის მიმდინარე საკითხებით მეტისმეტად გადატვირთულობისა და სხვა მიზეზების გამო, ვერ ახერხებენ აბსოლუტურად უშეცდომო ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის ბალანსის,მისი დანართების, საგადასახადო დეკლარაციების, სხვა ანგარიშგების) შედგენას.

თქვენთვის ამ კითხვაზე პასუხი მოამზადა აუდიტორული კომპანიაპრიმა აუდიტისსერთიფიცირებულმა აუდიტორმა,ეკონომიკის დოქტორმა მურად ნარსიამ.