თქვენი ბიზნესის ბუღალტერია და აღრიცხვა არ ენდოთ გაუგებარი და საეჭვო კვალიფიკაციის „ბუღალტრებს“


ფაქტი-1    

   ერთ ჩემს ახლობელს სერიოზული ბიზნესი აქვს, სადაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ბუღალტრულ საკითხებზე დასაქმებული ყავდა 4 თანამშრომელი(ბუღალტრები) და მთავარი ბუღალტერი, რომელთა შენახვა მარტო შრომის ანაზღაურების ნაწილში თვეში 10 ათას ლარამდე უჯდებოდა.მათ კარგად უხდიდა იმის გამო, რომ ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა დარღვევის გარეშე ემუშავა მის ბიზნესს, პრობლემები არ ჰქონოდა განსაკუთრებით აღრიცხვასა და საგადასახადო საკითხებში. საგადასახადო ეწვია ამ 5 თვის წინ,შეამოწმეს და დაარიცხეს 250 ათასი ლარი, ბუღალტრების შეცდომის გამო. ამ შედეგით განაწყენებულმა ჩემმა ახლობელმა ყველა ბუღალტერი(რომლებიც სამუშაოთა დიდი მოცულობის გამო მუდმივი ბუზღუნის რეჟიმში მუშაობდნენ) დაითხოვა კომპანიიდან და თვეში 5500 ლარად (დღგ-ს ჩათვლით, რომელსაც ჩაითვლის)მოიწვია აუდიტორული კომპანია, რომელმაც ბიზნესკომპანიაში დასვა მხოლოდ ერთი ასისტენტი, რომლიც ფლობს ბუღალტრულ პროგრამას,აწარმოებს ოპერატიულ რეჟიმში განსახორციელებელ ოპერაციებს, ხოლო მთელ ბუღალტრულ ინფორმაციას ამუშავებს და საგადასახადო ანგარიშგებას ახორციელებს აუდიტორული კომპანია თავის ოფისში.უფრო მეტიც,ეს აუდიტორული კომპანია მუდმივ რეჟიმში კვალიფიციურ კონსულტაციებს აძლევს ბიზნესკომპანიის მენეჯმენტს წამოჭრილ სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ამას წინათ ეს ახლობელი კმაყოფილებით მიზიარებდა მის მოსაზრებას „სტაციონარული “ ბუღალტრების „მოშორების“ოპერაციის ეფექტურ შედეგებზე(ეკონომიაც მიიღო და უკეთესი ,გარანტირებული და გაცილებით ფართო ფორმატის მომსახურება, თან პასუხისმგებლობაც გადააკისრა იმ აუდიტორულ კომპანიას ).

ფაქტი-2.

ერთ ჩემს მეზობელს დიდი ხანია მაღაზია აქვს. თავის დროზე(7 წლის წინ) კონსულტაცია მთხოვა ბუღალტრის აყვანასთან და საგადასახადო საკითხებზე საკონსულტაციო მომსახურებასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს ფასი არ მოეწონა და ჩემი შეთავაზებიდან ერთი კვირის შემდეგ მითხრა საკითხი გადავწყვიტეო-100 ლარიანი ბუღალტერი ავიყვანე და კმაყოფილი ვარო. ძალიან კარგი მეთქი, ოღონ ვურჩიე: გაარკვიე ის 100 ლარიანი ბუღალტერი  პასუხისმგებლობას იღებს თუ არა მეთქი;ის მაინც გააკეთე, რომ ინმეწარმეობიდან შპს-დ გადააკეთე მეთქი(ესეც არ გაუკეთებია). გავიდა მას შემდეგ 6 წელი. ამ 6 თვის წინ საგადასახადო შემოწმება ეწვია თურმე და ამ ორგანოს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაურიცხია 65 ათასი ლარი,შედეგად საგადასახადო ორგანოს დაუყადაღებია ბინა,ქონება(იმიტომ ,რომ არ გაითვალისწინა ჩემი რეკომენდაცია ინმეწარმის შპს-დ გარდაქმნასთან დაკავშირებით. ინდმეწარმე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით, ხოლო შპს-ს შემთხვევაში მხოლოდ შპს-ს ქონებით ) და ცხადია საბანკო ანგარიშები!!!!!!

P.S. ბიზნესის მიერ იაფად, ხშირად დემპინგურ ფასად ამ სახეობის მომსახურების გაუგებარი კვალიფიკაციის ბუღალტრებისაგან მიღება ყოველთვის მაღალ რისკებთანაა დაკავშირებული.