რას წარმოადგენს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი ანუ ჩგდ?


     ჩგდ წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანების დანართი 131 დადგენილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. ჩგდ შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეგზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს. ის გამოიყენება მაგალითად მაშინ, როცა კომპანია ეწევა გამოძახებით მომსახურებას და მოწოდებულ მომსახურებაზე გასულ კომპანიის წარმომადგენელ უხდება მომსახურის საფასურის გამოძახების ადგილზე მიღება, რომლის დასტურად ავსებს ჩგდ-ს ფორმას(მკაცრი აღრიცხვის ბლანკს) და მის ერთ ეგზემპლარს გადასცემს მომსახურების მიმღებს