შპს-ს დირექტორს შეუძლია ჰქონდეს აბსოლუტური ძალაუფლება, მაგრამ შეუძლებელია ფლობდეს აბსოლუტურ ცოდნას


ახლადამწყები ბიზნესების 60-67 % კოტრდება ან წარუმატებელია“.

აუდიტორული კომპანია „პრიმა აუდიტის“ ბოლო 8 წლის განმავლობაში აუდიტორულ ბაზარზე საქმიანობისას განხორციელებულმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ  ახლადამწყები ბიზნესების 60-67 % კოტრდება ან წარუმატებელია. გაკოტრებათა მეტი წილი მენეჯმენტის, გასაღების, ბიზნესის ორგანიზებისა და ფინანსების ცოდნის დეფიციტითაა განპირობებული, რომელთა შორის ლომის წილი  მენეჯმენტის არაკომპეტენტურობას და პრაქტიკული ჩვევების უკმარისობას უკავია . ყველაზე ცუდი ის არის, როცა ამ კატეგორიის მენეჯმენტი ცოდნისა და ბიზნესის მართვის უნარების  დეფიციტის შევსებას ბევრი თანამშრომლის აყვანით ცდილობს და არა  პროფესიონალი, გამოცდილი ექსპერტებით დაკომპლექტებული საკონსულტაციო კომპანიისაგან კვალიფიციური და პასუხისმგებლიანი მომსახურების მუდმივ რეჟიმში მიღებით.

<==  უკან დაბრუნება

დაკვირვებამ და კვლევებმა აჩვენა, რომ რაც უფრო მეტი კონსულტანტი ყავს ბიზნესს, მით უკეთესია საქმისათვის