აუდიტორი – ბიზნესის მეგზური და გზამკვლევი ფინანსურ ,,ჯუნგლებში”


       ფინანსური „ჯუნგლებში“, სადაც ბევრი უხილავი ხაფანგია, არც რუქები და არც კომპასია, არც საგულდაგულოდ გაკვალული გზები, ბიზნესის მესაკუთრეები თავს გზააცდენილ მოგზაურებად გრძნობენ. თუმცა ამ წიაღში არიან ისეთები მთელი ცხოვრება ამ ფინანსურ ჯუნგლებში რომ გაატარეს და ჩინებულად იციან აქაური კანონები და ადათ-წესები. ისინი აქ გაუთავებლად ,,ფუთფუთებენ”, ნებისმიერი სიტუაციიდან გამონახავენ გამოსავალს და, რაც ყველაზე მთავარია, მათ გამომუშავებული აქვთ პროფესიული უნარ-ჩვევები ობიექტურად, მიუკერძოებლად გამოავლინონ ის ნაღმები, რომელიც, არც თუ ისე იშვიათად, ბიზნესის აღრიცხვისა და ანგარიშგების წიაღშია დამალული ან შეფუთული.

    ეს მომსახურება ბიზნესის მესაკუთრეს აძლევს საშუალებას დაინახოს მისი ბიზნესი ისეთი, როგორიც არის სინამდვილეში (და არა ისეთი, როგორიც მისი მენეჯერის წარმოსახვაშია. მენეჯერები, არც თუ ისე იშვიათად, მთელი გულმოდგინებით ცდილობენ მათი საქმიანობის შედეგები ბიზნესის მესაკუთრეების წინაშე წარმოაჩინონ ,,ნამდვილი მუშაობის ოაზისად” არაპროდუქტიულობის უდაბნოში).

   დღეს ფინანსურ ჯუნგლებში ბიზნესის გზამკვლევისა და კვალიფიციური მრჩევლის ფუნქციას წარმატებით ასრულებენ კარგი რეპუტაციის,მაღალი კვალიფიკაციის გამოცდილი აუდიტორული კომპანიები და მათი აუდიტორები. თუმცა აუდიტორი, განსაკუთრებით  მცირე და საშუალო ბიზნესის მესაკუთრეებს მაშინ ახსენდებათ,როცა შესაბამისი ორგანოები(მათ შორის საგადასახადო ორგანო) ამ ბიზნესკომპანიაში გამოავლენენ ბიუჯეტის წინაშე წარმოშობილ საკმაოდ მასშტაბურ ვალდებულებებს(დაარიცხავენ ჯარიმებსა და საურავებს,დაადებენ საინკასო დავალებას ან დააყადაღებენ) ან მაშინ , როცა წლის საქმიანობის შედეგად ღებულობენ  ბალანსს მასშტაბური ზარალით და ასეთი შედეგით თავზარდაცემულებს სასწრაფოდ  სურთ გაარკვიონ  აღნიშნულის მიზეზები( და ეს მაშინ, როცა მთელი წლის ან წლეების  განმავლობაში, ზოგჯერ გაუცნობიერებლად, თვითონ თანმიმდევრობით და მუდმივად  „ქსოვდნენ“ ფინანსურ უფსკრულთან(ფინანსური კოლაფსის) გარანტირებულად აღმოჩენის  ოპერაციებს .

   სამწუხაროდ , ქართულ ბიზნეს წრეებში გაურკვევლობას ასაზრდოებენ- საქმიანობენ აუდიტორის-ბიზნესის „მეხთამრიდის“ გარეშე და ეს მაშინ, როცა ბიზნესი უნდა ფუნქციონირებდეს ყველა შესაძლო გარანტიის პირობებში. ბიზნესის მესაკუთრეები არ ითვალისწინებენ,  რომ აუდიტორის გვერდით ისინი არ ჩაიკარგებიან ფინანსურ „ჯუნგლებში“                                  <==  უკან დაბრუნება 

მ.ნარსია ,

სერთიფიცირებული აუდიტორი,

ეკონომიკის დოქტორი