„ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების“კურსი (ანუ ბუღალტერია ნულიდან, დამწყებთათვის)


 

პოსტერი 320 ლარი

სასწავლო კურსის მიზანია: ნებისმიერი საბაზო განათლების მქონე პირი ეზიაროს ყველა დროში ყველასთვის საჭირო და აუცილებელ ცოდნას „ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში“, ინდმეწარმეებმა თვითონ შეძლონ მათი მცირე მასშტაბის ბიზნესის ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და საგადასახადო ანგარიშგების შედგენა-დეკლარირება, ტრეინინგის მონაწილეს შეუქმნას კარგი თეორიული საფუძველი სტაჟირების გავლისა და ამ სფეროში წარმატებულად დასაქმებისათვის.

 

ტრეინინგს წარუძღვება:

  • ნანა სრესელიეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა (ერთ ერთი მსხვილი ბიზნესკომპანიის  მთავარ ბუღალტრად საქმიანობის  პრაქტიკა ) და  ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების მქონე, ბუღალტრების სამაგიდო სახელმძღვანელოს(ა.ხორავა,. კვატაშიძე, . სრესელი, . გოგრიჭიანი. ბუღალტრულიაღრიცხვა“. თბ, 2014 წ.) თანაავტორი.
  • ტრეინინგის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი  ტესტირება.
  • კურსის ბოლოს, შემაჯამებელი ტესტირების შედეგებიდან გამომდინარე, გაიცემა  შესაბამისი  ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერთიფიკატი.
  • შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:
  • A (ა) – 100%-75% – წარმატებული
  • B (ბ) – 50%-75% – მოისმინა
  • 97-100 % შედეგის მქონეთ გადაეცემათ ოქროს სერთიფიკატი“, რომელიც არის აგრეთვე საჯარო ფორმატის რეკომენდაციის გაცემის საფუძველი.

პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ტრეინინგებს მცირე ჯგუფებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ ტრეინინგს (ფორმატით: „ერთი მსმენელი პერსონალურ ტრენერთან“). ამ ფორმატის მომსახურების მიღების პირობები ექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას პროექტის მენეჯმენტთან.

„ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების“ კურსის  საფასური  შეადგენს  320 ლარს. ამ ტრეინინგის გარდა სხვა ეტაპის და თემატიკის  ტრეინინგის გავლის (მათ შორის პარალელურ რეჟიმში)  განზრახვისას პროექტის მენეჯმენტს ამ კატეგორიის მსმენელებისათვის აქვს  საფასურის ნაწილში შეღავათების შეთავაზების წინადადება.

კურსზე წინასწარი რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიჰყვეთ შემდეგ ბმულს  რეგისტრაცია = =>