ბუღალტრული აღრიცხვის კომპლექსური კურსი: თეორიისა და პრაქტიკის სრული ციკლი (გაძლიერებულიპროგრამით)


პოსტერი 600   აუდიტორული კომპანია „ პრიმა აუდიტის“ სასწავლო ცენტრი იწვევს ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლის მსურველებს და დამწყებ ბუღალტრებს პრაქტიკული ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო ანგარიშგების მომზადების პროგრამის კურსზე.  პროგრამის მიზანიადაეხმაროს დამწყებ და მოქმედ ბუღალტრებს თეორიული ცოდნა გამოიყენონ  პრაქტიკაში.  პროგრამა ითვალისწინებს ბუღალტერიის წარმოებას კონკრეტული საწარმოს პირველადი დოკუმენტების საფუძველზე და საგადასახადო დეკლარაციებისა და ფინანსური ანგარიშგების სრული პაკეტის მომზადებას. ბუღალტრული აღრიცხვა იწარმოებს პროგრამაში  ORIS -ი და საგადასახადო აღრიცხვის სახელმწიფო სისტემაში – RS.GE; სტაჟიორებად მიიღებიან პირები, რომლებსაც აქვთ თეორიული განათლება ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლებში. პრაქტიკული კურსი სრულად მოიცავს  ბიზნეს კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის ჩამოყალიბებას.  ორგანიზაციის ერთი წლის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების შექმნასა და წარმოებას: ბრუნვითი უწყისს; სასაქონლო ზედნადებს; ანგარიშ-ფაქტურას; საგადახდო დავალებას; ინვოისს; სალაროს შემოსავლისა და გასავლის ორდერს; ავიზოს; სახელფასო უწყისს; საბაჟო დეკლარაციას და სხვ. ორგანიზაციის ყოველთვიური და ყოველწლიური დეკლარაციების მომზადებას (საშემოსავლო;დღგ;ქონება;მოგება) დარიცხული წლიური საავანსო გადასახადებისა და ზარალის გადატანის მეთოდებს: ქონება; მოგება.კომპლექსური კურსი მოიცავს აგრეთვე კაზუსების გარჩევას. მიაქცევთ ალბათ განსაკუთრებულ ყურადღებას, რომ თქვენ გეძლევათ უნიკალური შანსი  ერთი კურსის პროგრამაში შეისწავლოთ ერთდროულად ხუთი კურსის თემატიკა (თეორიისა და პრაქტიკის სრული კურსი, გაძლიერებული პროგრამით), რომელიც მოიცავს: ბუღალტერიის თეორიას + პრაქტიკულ ამოცანებს + ORIS-ის პროგრამაში   რეალური მცირე საწარმოს ერთი წლის ბალანსის შედგენის პრაქტიკას + rs.ge-ზე პრაქტიკული მუშაობას+დეკლარაციების მომზადება-გადაგზავნას).

    პროექტი ითვალისწინებს აგრეთვე ტრეინინგებს მცირე ჯგუფებისათვის, აგრეთვე ინდივიდუალურ ტრეინინგს (ფორმატით: „ერთი მსმენელი პერსონალურ ტრენერთან“). ამ სახის მომსახურების მიღების პირობები, მათ შორის  ექვემდებარება ინდივიდუალურ განხილვას პროექტის მენეჯრთან. აუცილებელია  აღნიშნული   კურსის დაწყებამდე მსმენელმა აირჩიოს პროგრამის თემატიკა, ჯგუფის კატეგორია, სასურველი დღეები და ჯგუფში ადგილის დაჯავშნის მიზნით გაიაროს ელექტრონული რეგისტრაციასასწავლო ცენტრის გვერდზე.

ტრეინინგს წარუძღვება:

ნანა სრესელი – ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ბუღალტრული აღრიცხვის დიდი პრაქტიკული გამოცდილებისა (ერთ ერთი მსხვილი  ბიზნესკომპანიის  მთავარ ბუღალტრად საქმიანობის  პრაქტიკა ) და  ბუღალტრული კომპიუტერული პროგრამების პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების მქონე, ბუღალტრების სამაგიდო სახელმძღვანელოს(ა.ხორავა,ნ. კვატაშიძე, ნ. სრესელი, ზ. გოგრიჭიანი.ბუღალტრული აღრიცხვა“. თბ, 2014 წ.) თანაავტორი.

      აუდიტორულ კომპანია „პრიმა აუდიტსა“ და მის სასწავლო ცენტრს აქვს შესაძლებლობა  ბიზნესკომპანიებში დასაქმებულ სასწავლო კურსის სერთიფიცირებულ  მსმენელებს, ამ კომპლექსური კურსის დამთავრების კვალობაზე, დამატებით, ორი თვის განმავლობაში (აუცილებლობისას უფრო მეტი ვადით), ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებასა და საგადასახადო ანგარიშგების შედგენის საკითხებში შეთავაზოს საკონსულტაციო  მომსახურება( სატელეფონო, აგრეთვე  ვიზიტების ფორმით), რომლის საფასური თვეში  შეადგენს 130 ლარს.კურსის განმავლობაში ჩატარდება შუალედური და შემაჯამებელი ტესტირება. კურსის ბოლოს გაიცემა სტაჟირების გავლის დამადასტურებელი შესაბამისი ორენოვანი სერთიფიკატი.

შეფასების კრიტერიუმი პროცენტული განაკვეთების მიხედვით:

A (ა) – 100%-75% – წარმატებული

B (ბ) – 50%-75% – მოისმინა

97-100 % შედეგის მაჩვენებლებს გადაეცემათოქროს სერთიფიკატი“, რომელიც გულისხმოს აუდიტორული კომპანია „პრიმა აუდიტის“„მცირე და საშუალო ბიზნესისათვის  ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა  და საგადასახადო ანგარიშგების მომზადების მომსახურების მიწოდების (მათ შორის უთსორსინგის ფორმით) პროექტში“ ბუღალტრის ასისტენტად დასაქმებისა და საჯარო ფორმატის რეკომენდაციის გაცემის შესაძლებლობას.

      თუ მსმენელმა ვერ მოაგროვა (50%-მდე) საჭირო შეფასება, მართალია  იმ ეტაპზე ვერ მიიღებს სერტიფიკატს, მაგრამ მას ექნება შესაძლებლობა მოემზადოს და ერთი თვის ვადაში გავიდეს განმეორებით ტესტირებაზე.

გვერწმუნეთ ეს კურსი ნამდვილად თქვენთვისაა, თუ:

  • გაქვთ განზრახვა იმუშაოთ ბუღალტრად, ბუღალტრის თანაშემწედ, ფინანსურ მენეჯერად, დამოუკიდებლად შეძლოთ მცირე და საშუალო ბიზნესის საქმიანობის, მათ შორის თქვენი პირადი ბიზნესის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების სწორად წარმართვა;

  • გქონდათ ბუღალტრული აღრიცხვა -ანგარიშგების წარმოების გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება, მაგრამ არ იყავით დარწმუნებული რამდენად სრულად ფლობდით ამ სფეროს, რადგან არ გქონდათ საკმარისი თეორიული ცოდნა და არ იცნობდით ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობის მოთხოვნებს;

  • გსურთ უკეთ გაერკვეთ თქვენი ბიზნესკომპანიის (ორგანიზაციის, ბიზნესის)ბუღალტრული, საფინანსო  სამსახურის, ბუღალტრის, ფინანსური მენეჯერის საქმიანობაში, რათა უფრო კვალიფიციურად, ეფექტურად შეძლოთ  კონტროლი, მათი საქმიანობის კანონიერებისა და ეფექტიანობის შეფასება;

  • გქონდეთ კავშირი ამ სფეროში აღიარებულ პროფესიონალებთან და მიიღოთ პრაქტიკული და ეფექტური კონსულტაცია სწორი, გამართლებული და ადექვატური  გადაწყვეტილებების მისაღებად

კურსის  დასრულების შემდგომ:

  • დარწმუნდებით, რომ ბუღალტრული აღრიცხვის შესწავლა სავსებით რეალურია, მით უფრო მაღალი კვალიფიკაციისა და კარგი პრაქტიკული გამოცდილების მქონე ტრენერის მეგზურობით. მთავარი მონდომებაა.

  • გეცოდინებათ , თუ როგორ იმუშაოთ სწორად, მოქმედი კანონმდებლობისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობაში;უფრო თამამი და თვითდაჯერებული გახდებით არჩეულ სპეციალობაში

  • გექნებათ შესაძლებლობა ახლოს გაიცნოთ თქვენი ჯგუფის წევრები და ტრენერი, აუდიტორული კომპანიის აუდიტორები, დამფუძნებლები,კომპანიაში დასაქმებული სხვადასხვა სფეროს უფლებამოსილი ექსპერტები, ჩამოაყალიბოთ მათთან საქმიანი, მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა, რომლებიც აუცილებლობისას მომავალში დაგეხმარებიან , გაგიზიარებენ გამოცდილებასა და ცოდნას, ხოლო აუცილებლობისას ითანამშრომლებენ თქვენთან იმ სფეროში, რომელიც თქვენ უკეთ გეცოდინებათ შესაბამისი პრაქტიკული გამოცდილების გამო.   ტრეინინგი ჩატარდება  შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. 9 (მეტროს სადგური „ 300 არაგველი“),სეუ-ს შენობაში, N 710, 711 , 712 და N 702 (კომპიუტერული კლასი) სათანადოდ აღჭურვილ აუდიტორიებში (აუდიტორიები და ტრეინინგის გარემო შეგიძლია იხილოთ: http://seu.edu.ge/tour/).

რეგისტრაციისა და ამ კურსის გავლასთან დაკავშირებით წარმოშობილ კითხვებზე  შეგიძლიათ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს მერი სამხარაძეს: ტელ 2368333; მობ. 558527209, 5 99 943303. ელ.ფოსტა: primaaudit@gmail.com

კურსზე წინასწარი რეგისტრაციისთვის გთხოვთ დაკლიკოთ   ,,რეგისტრაცია”-ზე რეგისტრაცია = =>