ზოგიერთი სასარგებლო რჩევები ბიზნესის მესაკუთრეს

accounting1

 

ზოგიერთი სასარგებლო რჩევები ბიზნესის მესაკუთრეს

 

(განკუთვნილია იმ კომპანიებისა და ბიზნესის მესაკუთრეთათვის,რომლებსაც  შესაბამისი მომსახურების მიღების მიზნით დღემდე არ მიუმართავთ აუდიტორული კომპანიებისათვის)

 

მოკრძალებულად გირჩევთ  : არ ასაზრდოოთ  გაურკვევლობა ; არ შექმნათ თქვენი ბიზნესის ხაფანგში მომწყვდევის პირობები ;უზრუნველყავით თქვენი ბიზნესი გარემოცული იყოს ყველა შესაძლო გარანტიით

images (2)

 

მოგესალმებით და გაცნობებთ,რომ ამ წერილის თქვენთვის  გამოგზავნა ემსახურება   თქვენი კომპანიის მენეჯმენტისათვის   კონსულტაციის გაწევას თქვენი კომპანიის ( ბიზნესის) ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. პრაქტიკამ დაადასტურა , რომ კომპანიათა არააუდიტირებულ ფინანსურ ანგარიშგებათა უმეტესობა( არანაკლებ 70%) არასწორად , საკმაოდ მნიშვნელოვანი ხარვეზებითაა შედგენილი,რადგან კომპანიათა ბუღალტრები და ფინანსური მენეჯერები , მუდმივად ცვალებადი საკანონმდებლო სივრცის , კანონმდებლობის , მათ შორის ახალი საგადასახადო კოდექსის საკმაოდ რთულად აღსაქმელი  ნორმების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციის  ( არაადექვატურად აღქმის ),უნებლიე შეცდომების , არაინფორმირებულობის , რიგი რთული ურთიერთდაკავშირებული გარემოებების , კომპანიის სპეციფიკისათვის დამახასიათებელი ინფორმაციის დამუშავებისათვის აუცილებელი პროგრამის  არაადექვატურობის  და სხვა მიზეზების გამო , ვერ ახერხებენ აბსოლუტურად უშეცდომო ფინანსური ანგარიშგების (მათ შორის ბალანსის,მისი დანართების,საგადასახადო დეკლარაციების,სხვა ანგარიშგების) შედგენას . ეს ასეა არა მარტო ჩვენთან ,არამედ ყველა ქვეყანაში  . იგი არა არის ბუღალტრის ან ფინანსური მენეჯერის ბრალი , რადგან ისინი არ შეიძლება იყვნენ უნივერსალური , ყოვლისმომცველი ცოდნის მფლობელნი (მით უფრო მაშინ თუ ბუღალტრისა და ფინანსური მენეჯერის შრომის ანაზღაურება სიმბოლურია) . ამიტომ ,  საზღვარგარეთ , აგრეთვე  ჩვენთანაც ,  წინდახედულ პარტნიორთა(მესაკუთრეთა ) უმეტესობა , თავისი კომპანიის ფინანსური ანგარიშგების უტყუარობის დადასტურების ,საგადასახადო ორგანოებთან და ბიუჯეტთან  ვალდებულებების სრულად ასახვის ( შესაძლო საგადასახადო რისკებისაგან თავის დაზღვევის) მიზნით მიმართავენ მაღალი კვალიფიკაციის  კარგი პრაქტიკული გამოცდილების აუდიტორებით დაკომპლექტებულ   მაღალი რეპუტაციის მქონე დამოუკიდებელ  აუდიტორულ კომპანიას . აღნიშნულის , აგრეთვე იმის გამო , რომ არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება საკმაოდ სახიფათოა , რეკომენდაციას გიწევთ თქვენი კომპანიის ( ბიზნესის ) ფინანსური ანგარიშგების  ( მათ შორის ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებზე ) აუდიტორული  შემოწმებისათვის მოიწვიოთ  აუდიტორული კომპანია . ამ მიზნით გირჩევთ გამონახოთ დრო და გაეცნოთ თანდართულ ფაილს , რომლიც სპეციალურად მომზადებულ იქნა თქვენთვის და არა იმიტომ , რომ ეს მომსახურება მიიღოთ მაინცდამაინც ჩვენი კომპანიისაგან . ჩვენი კომპანიისათვის მთავარია თქვენ გქონდეთ ინფორმაცია ზემოაღნიშნული მომსახურების მიღების  მიზანშეწონილობასა და აუცილებლობაზე  , რომლის  გათვალისწინება თქვენს კომპანიას ააცილებს გართულებებს საგადასახადო ( რომლსაც,როგორც ჩანს , განზრახული აქვს საგადასახადო აუდიტი ჩაატაროს  ყველა იმ კომპანიაში(შპს,სს,ინმეწარმე) , რომელიც არ შემოწმებულა ბოლო 5 წლის და მეტი პერიოდის განმავლობაში ) და სხვა სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოებთან .

ვფიქრობთ გაითვალისწინებთ , რომ ,,ადამიანები იმიტომ კი არ ცდებიან , რომ  არ  იციან  , არამედ იმიტომ , რომ  ჰგონიათ  ვიცითო  “(..რუსო). ზედმეტი თვითდაჯერებულობა ნამდვილად სახიფათოა.

რაც შეეხება საგადასახადო დეკლარაციების შევსების მიზნით , ზოგიერთი ინდმეწარმისა და მცირე კომპანიის მიერ  პრაქტიკოსი  ბუღალტრის იაფად , დემპინგურ ფასად  დაქირავების პრაქტიკას  და   მის შესაძლო შედეგებს , გაცნობებთ , რომ ასეთი გარიგებები ხშირად მხოლოდ პრობლემების შემქმნელია ( მომსახურების საეჭვო ხარისხის გამო , რომელიც თავს იჩენს მხოლოდ საგადასახადო   შემოწმების შედეგად ) . ეს  დაადასტურა  პრაქტიკამ , რომელმაც აჩვენა , რომ მსგავსი გარიგებები  ხშირად  ქმნის მომსახურების მიღების მხოლოდ  ილუზიას ( მათზე პასუხისმგებლობას არ იღებენ არასერთიფიცირებული აუდიტორები და პრაქტიკოსი ბუღალტრები )  , რომელიც დროებით ამშვიდებს მეწარმეს , შემდგომ კი ბუმერანგივით ( ზოგჯერ საკმაოდ რთულ ფორმებში ) უბრუნდება მას ( ინდმეწარმე ხომ პირადი ქონებით აგებენ პასუხს და , ასეთ პირობებში , მოუწესრიგებელი აღრიცხვა , საშიშროების წინაშე აყენებს მის პირად  ქონებასაც ) . ზოგჯერ  ასეთი რამეც ხდება: ზოგიერთი  კომპანიის   ბუღალტერი , მენეჯმენტის მიერ მისთვის მაღალ ანაზღაურებაზე  გადაწყვეტილების მიღების მიზნით , არც თუ ისე იშვიათად , ითავსებს ფინანსური მენეჯერის , ფინანსური ანალიტიკოსის , გადასახადების და ხარჯების დამგეგმავის ( გადასახადების ოპტიმიზაციის) და სხვათა  ფუნქციებს ( ანუ ხელოვნურად იქმნის ყველა საკითხის მცოდნის იმიჯს ,შესაბამისად ყველაზე საჭირო თანამშრომლის რეპუტაციას  ) , რომელიც მოითხოვს ღრმა და უნივერსალურ ცოდნას ( რომელსაც შეუძლებელია ერთი  ადამიანი ფლობდეს , მით უფრო საკმაოდ რთულ საგადასახადო კანონმდებლობას ) . ასეთი უშიშარი და ,,ყოვლისმცოდნე’’ ბუღალტრის საქმიანობის შედეგად ,  არც თუ ისე იშვიათად , ბიზნესს (კომპანიას)  საკმაოდ სერიოზული პრობლემები ექმნება ,  მათ შორის  ბიუჯეტთან ანგარიშსწორების საკითხებში , რომელიც ხშირად საკმაოდ ცუდად მთავრდება , თუმცა  მანამდე  ყველა ბედნიერი და კმაყოფილია . შეცდომაა , როცა  საკმაოდ რთული საგადასახადო კანონმდებლობის დაცვის საკითხებზე ზედამხედველობა კომპანიაში დაკისრებული ( მინდობილი ) აქვს  მხოლოდ ბუღალტერს , რომელიც , არც თუ ისე იშვიათად  , ეწინააღმდეგება ხოლმე აუდიტორის მოწვევას ( ან მენეჯმენტს ზოგჯერ  სთავაზობს მის მიერ შერჩეულ გამოცდილების არმქონე და პროფესიონალებისათვის უცნობ აუდიტორულ კომპანიას ) მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოაშკარავების შიშით (თუმცა მსგავსი  ფაქტები იშვიათად გვხვდება  სერიოზულ კომპანიებში ) .

ვფიქრობთ გაითვალისწინებთ, რომ შეუძლებელია  , ვინმემ მთელი ბიზნესი ამომწურავად შეისწავლოს , საამისოდ ადამიანის სიცოცხლე  ძალზე  ხანმოკლეა… აღნიშნული პრაქტიკამ და შესაბამისმა გამოკვლევებმა დაადასტურეს  . ამიტომ  გირჩევთ  მიიღოთ კონსულტაციები მაღალკვალიფიციური , კარგად და უშეცდომოდ (სასურველია გამორიცხოთ შესაძლებლობა მიიღოთ ხარვეზიანი ან წუნის მქონე ,დაბალი ხარისხის მომსახურება)  შერჩეული  ექსპერტებისაგან  . როგორ  შეარჩიოთ  ?  შეხვდით აუდიტორული კომპანია ,,პრიმა აუდიტის ‘’  ექსპერტებს  ,  გაიცანით ისინი  ( თუმცა არ არის გამორიცხული მათ იცნობდეთ კიდევაც ) , ან მოიწვიეთ ისინი თქვენთან , გაესაუბრეთ მათ , დაინტერესდით იმ კომპანიებით, რომლებსაც  ამ აუდიტორული კომპანიის ექსპერტებმა გაუწიეს მომსახურება და ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება  კომპანიის   შერჩევაზე   და  ხელშეკრულების გაფორმებაზე . გაითვალისწინეთ ,  რომ , რაც მეტი კონსულტანტია  ფირმაში , მით უკეთესია საქმისათვის .

თუ რომელიმე ბიზნესის  მესაკუთრე   ფიქრობს   , რომ აუდიტორული კომპანიის მოწვევა არ სჭირდება , მაშინ . . . დიდი ალბათობაა , რომ  იგი ,  გაუცნობიერებლად  , სერიოზულ ხაფანგს იქსოვდეს მისთვის  . ასეთი დამოკიდებულება  ძირითადად ყალიბდება  იმ კომპანიებში ,სადაც  მენეჯერები , ბიზნესის მესაკუთრის დასანახად , შეგნებულად ქმნიან მეტისმეტი თვითდაჯერებულობისა  და         არაპროდუქტიულ უდაბნოში  ,,ნამდვილი მუშაობის ოაზისის’’ წარმოჩენის  ატმოსფეროს , რომელიც ქმნის  საფუძველს  მესაკუთრის   არაინფორმირებულობისა(ანუ ინფორმაციულ  ,, ვაკუუმში’’ყოფნის  ) და  , შესაბამისად  , მისი  არაადექვატური გადაწყვეტილებებისათვის  , საბოლოოდ კი    ქმნის სერიოზულ პრობლემებს . პრაქტიკა ადასტურებს ,რომ  ზოგიერთი მეწარმე სისტემატურად ასაზრდოებს გაურკვევლობას ( კომფორტს ,რატომღაც , სწორედ გაურკვევლობაში გრძნობს ), რომელსაც ,როგორც წესი , საბედისწერო შედეგები მოაქვს მისთვის .

 ვფიქრობთ გასათვალისწინებელია , რომ : ,, შეცდომები , რომელშიც სიმართლის ნაწილია , ყველაზე საშიშია “(ფ.ბეკონი) .

შექმენით პირობები თქვენი ბიზნესი გარემოცული იყოს ყველა შესაძლო გარანტიით .

შესაძლოა თქვენ ან თქვენს მეგობარს სურს  მეტი ინფორმაციის მიღება  . თუ ეს ასეა , ჩვენ  გიწვევთ ჩვენს ოფისში ( ქ.თბილისი,ხიდის ქ. 1 ,მე-3 სართული , ამერიკის საელჩოს ყოფილ შენობასთან, ტელ.2-368-333 ;2-922-007 )  . თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ამ შეხვედრაზე ერთდროულად გაიცნოთ კომპანიის ყველა წამყვანი ექსპერტი(მათ შორის : მურად ნარსია – აუდიტორი , ქონების და ბიზნესის პროფესიონალი  შემფასებელი , ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ,  საქართველოს ქონები შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის ნამდვილი და  საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული  წევრი ;  ნოდარ გაბედავა  – აუდიტორი  და ქონების პროფესიონალი შემფასებელი , ბიზნეს ანალიტიკოსი ,  საქართველოს ქონები შემფასებელ ექსპერტთა ინსტიტუტის ნამდვილი და  საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ასოცირებული წევრი ; ნონა გობეჩია  –  პროფესიონალი ბუღალტერი და აუდიტორი ,  საქართველოს ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ნამდვილი წევრი ; გიორგი სახოკია  –   პროფესიონალი ბუღალტერი და აუდიტორი , ეკონომიკის აკადემიური დოქტორი , ასოცირებული პროფესორი ; თემურ  ისაკაძე -ბიზნეს ანალიტიკოსი და მენეჯმენტის აუდიტის ექსპერტი ;  გია წუწუნავა  –   ადვოკატი  , სახელშეკრულებო ურთიერთობათა სამართლებრივი შეფასების ექსპერტი ;  ავთანდილ ნადირაძე  –  უძრავი ქონების ექსპერტი   და სხვ ) . ჩვენ   განზრახული გვაქვს მოგაწოდოთ ის ინფორმაცია , რომელთა   შესახებ  დღემდე თქვენთვის ცნობილი არ არის .დაინტერესების შემთხვევაში ელ.ფოსტითაც კი მოგაწვდით ჩვენი აუდიტორული კომპანიისა და მასში დასაქმებული პროფესიონალი ექსპერტების საკვალიფიკაციო მონაცემებს .

.

 გირჩევთ   :    პრობლემები არ დააგროვოთ და  მათი გადაწყვეტა  არ გადადოთ  ;  არ ასაზრდოოთ გაურკვევლობა ; შექმენით გარანტირებული გარემო თქვენი ბიზნესის წარმატებულად განხორციელებისათვის .

ჩვენი  რეკომენდატორები ის კომპანიებია ( ამ კომპანიათა არასრული ჩამონათვალი იხილეთ ბუკლეტში,ხოლო სრულ ჩამონათვალს გამოგიგზავნით თქვენი მოთხოვნისთანავე ) , რომლებსაც გავუწიეთ და დღემდე ვუწევთ აუდიტორულ და სხვა სახის მომსახურებას .

 თქვენი სურვილის  შემთხვევაში , ჩვენი კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლები გეწვევიან  მომსახურების შემოთავაზებული სახეების პრეზენტაციის მიზნით .

გთხოვთ ზემოაღნიშნული მიიღოთ ინფორმაციად,რომელსაც ვფიქრობთ გაითვალისწინებთ.

 

გისურვებთ წარმატებებს თქვენს  ბიზნესში.